Lineage II Gracia თამაშის დაწყება, კლიენტის დაყენება და გაშვება:
ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე რომ Lineage II Hellbound.Ge-ს სერვერებზე თამაშის დაწყება თქვენთვის მაქსიმალურად ადვილი ყოფილიყო.
თამაში ეკუთვნის MMORPG (massively multiplayer online role-playing game) ჟანრს, ამიტომ სათამაშოდ აუცილებელია რეგისტრაცია.
თამაშისთვის თქვენ დაგჭირდებათ Lineage II Hellbound კლიენტი.
1) გადმოიწერეთ და გაუშვით Hellbound კლიენტის საინსტალაციო LineageII.exe.
2) იმ შემთხვევაში თუ კლიენტი უკვე გაქვთ (C4, Interlude, Hellbound ან ნებისმიერი სხვა), ჩაწერეთ და შემდეგ გაუშვით ფაილი LineageII.exe უკვე არსებულ თამაშის ფოლდერი (გადააწერეთ არსებულ LineageII.exe-ს). ამ შემთხვევაში გაშვების შემდეგ მოხდება არსებული კლიენტის განახლება ბოლო ვერსიამდე (Gracia Final).
მაგალითად: თუ ძველი თამაში გიწერიათ C:\Program Files\Lineage II ფოლდერში, ჩაწერეთ ჩვენგან გადმოწერილი ფაილი LineageII.exe C:\Program Files\Lineage II ფოლდერში. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ძველი თამაშის LineageII.exe ფაილი შეიცვალოს ჩვენგან გადმოწერილით, რისთვისაც კითხვაზე გსურთ თუ არა ფაილის შეცვლა უპასუხეთ "Yes"
3) თუ თამაშის კლიენტი არ გაქვთ, ჩაწერეთ LineageII.exe ფაილი ნებისმიერ თქვენთვის სასურველ არსებულ ფოლდერში, ან შექმენით ახალი ფოლდერი. მოხდება თამაშის თავიდან გადმოწერა და გაშვება.
Hellbound.ge ადმინისტრაცია გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას